ვინ ვართ ჩვენ?

“ჰექსაგონი” (შემდგომში, როგორც “ჰექსაგონი,” “ჩვენ,” “ჩვენი”) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მეფუტკრეობის სერვისების, ინვენტარისა და საჭირო მასალების წარმოებასა და მიწოდებას.

ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერი: 49001014555
ჩვენი მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის 114
საკონტაქტო ინფორმაცია: info@hexagon.ge


შესავალი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომხმარებლების (შემდგომში, როგორც “თქვენ,” “თქვენი”) პერსონალური მონაცემები იყოს დაცული საქართველოს კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
აღნიშნული პოლიტიკის მიზანია გაგაცნოთ, როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რა საშუალებებით ვიცავთ მათ და რა უფლებები გაქვთ ამ პროცესში.

“ჰექსაგონის” ვებ-გვერდის ან მომსახურების გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდება წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.


ვისზე ვრცელდება ეს დოკუმენტი?

პოლიტიკა ვრცელდება:

  • ჰექსაგონის ვებ-გვერდის ვიზიტორებზე;

  • ჩვენი მომხმარებლების (მათ შორის, რეგისტრირებული, პოტენციური და ყოფილი მომხმარებლები) და მათი წარმომადგენლებზე;

  • ნებისმიერ პირზე, რომელიც გვიკავშირდება და გამოთქვამს ინტერესს ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების მიმართ.


როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

თქვენს შესახებ ინფორმაციას ვიღებთ შემდეგი წყაროებიდან:

  1. თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები:

    • ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას;

    • რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორციელებისას;

    • ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მიღებისას;

    • კომუნიკაციის სხვა ფორმების (ელ. ფოსტა, სატელეფონო ზარები) მეშვეობით.

  2. Cookies და ტექნიკური მონაცემები:

    • ვებ-გვერდზე ნავიგაციის დროს.


რა მონაცემებს ვამუშავებთ?

“ჰექსაგონი” საჭიროების მიხედვით ამუშავებს შემდეგ კატეგორიის მონაცემებს:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

  • საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა.

  • ფინანსური მონაცემები: საბანკო ანგარიშის ნომერი ან ბარათის დეტალები (გადახდისთვის საჭირო).

  • ტექნოლოგიური მონაცემები: IP მისამართი, cookies, მოწყობილობის მოდელი, ბრაუზერის ინფორმაცია.

  • საკომუნიკაციო ჩანაწერები: სატელეფონო ზარების ჩანაწერები ან ელექტრონული ფოსტით მიწერილი ინფორმაცია.


Cookies (მზა ჩანაწერები)

“ჰექსაგონის” ვებ-გვერდი იყენებს Cookies-ებს, რათა:

  • გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება;

  • შევაფასოთ ვებ-გვერდის მუშაობა;

  • დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. Cookies-ების მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაცია, როგორიცაა ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა და ნავიგაციის ისტორია.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი დროს შეცვალოთ Cookies-ის პარამეტრები თქვენს ბრაუზერში.


რა მიზნით ვამუშავებთ მონაცემებს?

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • შეკვეთების მიღება, დამუშავება და მიწოდება;

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;

  • ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება;

  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;

  • ტექნიკური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • მარკეტინგული შეთავაზებების გაგზავნა (თქვენი თანხმობით);

  • ჩვენი კანონმდებლობითი ვალდებულებების შესრულება.


მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან

“ჰექსაგონი” შესაძლოა თქვენს მონაცემებს გაუზიაროს შემდეგ პირებს:

  • კურიერულ/მიწოდების სერვისის პროვაიდერებს;

  • ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს;

  • ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან მომსახურების გაწევაში;

  • სახელმწიფო რეგულატორებს, კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისას.


მონაცემთა დაცვის ვალდებულებები

“ჰექსაგონი” უზრუნველყოფს:

  • პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების საშუალებით;

  • მონაცემთა დამუშავების კანონიერებას და გამჭვირვალობას;

  • მონაცემების დაცვის პოლიტიკის რეგულარულ გადახედვას.


თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  1. მიიღოთ ინფორმაცია, რა მონაცემებს ვამუშავებთ;

  2. მოითხოვოთ მონაცემების გასწორება ან განახლება;

  3. მოითხოვოთ მონაცემების წაშლა, თუ აღარ არსებობს დამუშავების საფუძველი;

  4. უარი თქვათ მარკეტინგულ შეტყობინებებზე;

  5. მიიღოთ თქვენი მონაცემების ასლი სტრუქტურიზებული ფორმატით;

  6. მიმართოთ “ჰექსაგონს” ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.


მონაცემთა შენახვის ვადა

თქვენი მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნების მისაღწევად ან კანონით განსაზღვრული ვადით.


ცვლილებები პოლიტიკაში

“ჰექსაგონი” უფლებას იტოვებს წინამდებარე პოლიტიკაში ცვლილებების შეტანისას, რაც განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე. ცვლილებების შემდეგ ვებ-გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.


კავშირი ჩვენთან

თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ. ფოსტა: info@hexagon.ge
ტელეფონი: +995 571 569 977
მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის 114