ჩვენ შესახებ
მეფუტკრეები, მეფუტკრეებისთვის
“ჰექსაგონის” ისტორია მეფუტკრეობისადმი დიდი სიყვარულითა და ამ სფეროს განვითარებისადმი ერთგულებით დაიწყო. ჩვენ გვწამს, რომ მეფუტკრეობას ძალუძს დადებითი ცვლილებები მოუტანოს როგორც ინდივიდებს, ისე მთლიან საზოგადოებას, განავითაროს მდგრადობა და ერთიანობა. ჩვენი გუნდი შედგება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეფუტკრეებისგან, რომელთა მიზანია, ქართველ მეფუტკრეებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ინვენტარი, პროფესიონალური სერვისები და ცოდნა, რათა მათ წარმატებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობა ნებისმიერ ეტაპზე.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ქართველი მეფუტკრეებისთვის უზრუნველვყოთ წვდომა უმაღლესი ხარისხის სერვისებზე და ინვენტარზე, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს ხარისხისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით.
ხარისხი და ეფექტურობა
ჩვენი ინვენტარი და სერვისები უზრუნველყოფს თქვენს საქმიანობაში მაქსიმალურ ეფექტურობას.
მომხმარებელთა კმაყოფილება
თქვენი საჭიროებები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
პარტნიორობა და ნდობა
პრიორიტეტია ნდობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შექმნა.


ჩვენი ისტორია
ნაბიჯი მეფუტკრეობაში
ჩვენი ისტორია 2000-იანი წლებიდან იწყება და დღემდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში დავაგროვეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება ფუტკრის პროდუქტების წარმოებასა და ამ სფეროს სპეციფიკაციების შესწავლაში.
საქმიანობის გაფართოება
2015 წლიდან ჩვენ ვუწევდით მეფუტკრეებს მომსახურებას ცვილის ბეჭდვაში, კანდის წარმოებაში, თაფლის ჰომოგენიზაციაში და სხვა საჭირო სერვისებში, რაც მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებდა.
მეფუტკრეობის მაღაზიის გახსნა
2021 წელს გავხსენით მაღაზია, რომელიც მეფუტკრეებს სთავაზობს ფართო და მრავალფეროვან ინვენტარს. ამავე დროს, დავიწყეთ გადაიარაღება უფრო თანამედროვე მიდგომებით და განვავითარეთ სერვისები.
"ჰექსაგონის" დაარსება
2024 წელს შევქმენით „ჰექსაგონი“, გავაფართოვეთ მაღაზიის ინვენტარის არჩევანი, დავამატეთ ონლაინ შეკვეთის პლატფორმა და ადგილზე მიტანის სერვისი, რაც მეფუტკრეებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის.
გუნდის წევრები

გიორგი კაჭკაჭიშვილი
ცვილის ბეჭდვის ოსტატი, მეფუტკრეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული სპეციალისტი საქართველოში.

ნური ლაკვეხელიანი
მეფუტკრეობით დაკავებული არის პატარა ასაკიდან, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფუტკრე მეურნეობის მფლობელი.

ნოდარი კაჭკაჭიშვილი
ახალგაზრდა მეფუტკრე, მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი, თანამედროვე მიდგომებით, კრეატიული ხედვით და სტრატეგიებით.