ცვილის ბეჭდვის სერვისი
რას გთავაზობთ?
უმაღლესი ხარისხის ფიჭის ბეჭდვა – სისუფთავე, სანდოობა და ინოვაცია თქვენი მეფუტკრეობის წარმატებისთვის!
ძირითადი მიმოხილვა
ჩვენი საწარმო უკვე 10 წელზე მეტია, რაც წარმატებით ემსახურება საქართველოს მეფუტკრეებს. ამ დროის განმავლობაში 30 ტონაზე მეტი ცვილი დავამუშავეთ და შევიმუშავეთ მაღალი სტანდარტები. ჩვენი მიზანია, ვიყოთ მეფუტკრეობის სფეროში თქვენი სანდო პარტნიორი და შევქმნათ ხარისხიანი მომსახურება, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება.
- ცვილის დამაბინძურებლებისგან გაწმენდა
- ხარისხიანი ბეჭდვა
- პროცესის კომფორტულ გარემოში დაკვირვება
- თანამშრომლობის გამოცდილება და სანდოობა


უმაღლესი ხარისხი და სისუფთავე
ვიყენებთ თანამედროვე სტერილიზაციის პროცესს (ავტოკლავი), რაც სოკოებისა და ამერიკული სიდამპლის სპორების განადგურებას უზრუნველყოფს.

ტექნოლოგიური უპირატესობა
ცხელი ბეჭდვის თანამედროვე ტექნოლოგია, რაც უზრუნველყოფს ფიჭის უჯრედების ფორმის უკედ გამოკვეთას, ჩვეულებრივზე მეტი სისქის მიღწევას.

გამჭვირვალეობა და კომფორტი
თქვენი ცვილის გადამუშავების პროცესის ნახვა შესაძლებელია კომფორტულ გარემოში. სერვისი გათვლილია როგორც მცირე, ასევე დიდი მასშტაბის მეფუტკრეებისთვის.

სანდოობა და გამოცდილება
10 წელზე მეტი გამოცდილება და 30 ტონაზე მეტი დამუშვებული ცვილი. მაღალი ხარისხის პროდუქციის გარანტია და კმაყოფილი მომხმარებლების მზარდი რაოდენობა.

დამუშავების პროცესი
- დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ჩვენს საწარმოს
- ჩვენ ვიღებთ თქვენს ცვილს და ვახდენთ მის სტერილიზაციას
- ვახორციელებთ ცვილის უმაღლესი ხარისხის ფიჭად გარდაქმნას ცხელი ბეჭდვის მეთოდით
- დაბეჭდილი ფირფიტები იფუთება და დროულად გადმოგეცემათ
სერვისის მომავალი
ჩვენი საწარმო მუდმივად მუშაობს განვითარებაზე. 2025 წლიდან დაგეგმილია სრულიად თანამედროვე ცივი ბეჭდვის ტექნოლოგიის დამატება, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მიიღონ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია.

გაქვთ კითხვები?
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ან გსურთ სერვისის დეტალებზე საუბარი, დაგვიტოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი გუნდი თავად დაგიკავშირდებათ!